მგონი ტყუილად ვართულებ

დიდი ხანია მიყვარს ერთი ბიჭი და ერთად ვართ. მოხდა ისე, რომ დროებით ვერ ავეწყეთ და კავშირი გაწყდა. არ დავშლილვართ, ის უსიტყვო კავშირი გაწყდა რაც ადამიანებს გვაქვს ურთიერთობისას, დიდი პაუზა. მოკლედ, ამ პერიოდში აღმოჩნდა, რომ ჩემზე 4წლით პატარა ბიჭს შევუყვარდი (თავად მე 28ს ვარ). თავიდან სასაცილოდ მეჩვენა, მაგრამ მერე ამ კავშირგაწყვეტილობის მომიზეზებით ვიფლირტავე და დამაინტერესა რას ვიგრძნობდი მისი კოცნისას.

გამთენია იყო, ლუდ დალეულები ვისხედით პარკში და ვსაუბრობდით. ვაღიარებ, მისი ჩემდამი ძლიერი სურვილი ცოტა აღმაგზნებდა თან, ‘არ შეიძლება’ – ს თემაც ერთვოდა, მოკლედ დიდი ლოლიავის შემდეგ სუნთქვაშეკრულებმა ვაკოცეთ ერთმანეთს. მეცინება, რომ მახსენდება. არ ვიცოდი მწყენოდა თუ გამხარებოდა, როცა ვკოცნიდი, შეგრძნება მქონდა თოთქოს ჩემს ბიჭს ვკოცნიდი. თვალდახუჭული ვიყავი და მისი სახე მედგა თვალწინ. მას ვგრძნობდი და გავთბი გულში, მაგრამ როცა გამახსენდა რეალურად სხვა იყო ახლა ჩემს წინ, ყველა შეგრძნრბა გაქრა.

ზოგადად კოცნის დროს რაზე აღარ მიფიქრია, მაგრამ ეს სხვა იყო. გამოდის მის გარდა სხვა ვერ მინდა. თავიდან მესიამოვნა, მივხვდი რომ მოჩვენებითად და მიჩვევის გამო არ მიყვარს, მაგრამ დავფიქრდი და არ მინდა დამოკიდებული ვიყო. ცუდი არ არის, როცა ვინმე ძლიერ გიყვარს, მაგრამ ჩემთვის მეშინია. მგონია, რომ მომკლავს ეს სიყვარული. უამისობაც მომკლავს. ვერ ვარ ვერც ობიექტური, ვერც ბრაზიანი, ვერც პრინციპული. ყველაფერს ვკარგავ.

Advertisements

როცა ‘უბედურად’ ხარ, ყველაფერი ‘თავისთავად’ ხდება.

დიდი ხანია მოწყენილი არ ვყოფილვარ. აი ისე, გული დამძიმებული რომ გაქვს და ძირს გექაჩება. ოდნავ გტკივა’ც. რომ ბნელა ნეკნებს შიგნით და იქ საკუთარ პატარა ‘მე’-ს, ხედავ. იმ სიბნელეზე ბნელ ‘მე’-ს.

არ მიყვარს მარტოობა.

 კარგი, ხო! ვარ ეგოისტი, ჯიუტი, როგორც ‘საყვარელი მამაკაცი’ მეუბნება, ნარცისი (რა თქმა უნდა არ ვეთანხმები), ზარმაცი, მშიშარა, დაღლილი… ჰა ჰააა ახლა მივხვდი. საკუთარი უსუსურობით ვარ დაღლილი :დ  ზოგადად არხეინათა ტიპს მივეკუთვნები, მაგრამ ხან ხდება ‘ისეც’. მეოცნებეც ვარ. ვფიქრობ სანამ სხეული ხელს მიწყობს, არაფერი მიჭირს, მაგრამ მერე ”ბიგ ბადა ბუმ”. ან გავლოთდები ან პირდაპირ მოვიკლავ თავს. თუუმცა თვითმკვლელობას არ ვეთანხმები და ძალიან, ძალიან მეწყინება ახლო მომავალში რომ მოვკვდე. არ მინდა. როგორც ჩემი გული მეუბნება, 

საკმარისი სიყვარული არ მიმიღია ჯერ :)) 

იყო და არა იყო რა, იყო word press-ი და ვიყავი მე )))

ანონიმური ლაპარაკი მიყვარს. ზოგადად ანონიმურობა მიყვარს, მაგრამ საკუთარი თავის დამალვა კონკრეტული ობიექტისგან, არა. ანუ მე + ის = ჩვენ. ‘ჩვენს’ შესახებ როცა არავინ იცის, გაცილებით ლაღად, კომფორტულდ, კარგად ვარ. მაღიზინებს და მაწუხებს თუნდაც სხვების ნაფიქრი ‘ვა ესენი კიდევ ერთად არიან? ან ვა ერთად არიან, ნეტავ როგორ არიან ერთმანეთში, ცუდ ხასიათზეა ე.ი იჩხუბა შეყვარებულთან’ და ა.შ. 
როცა სახალხოდ გადის ამბავი, ამას ვერ დაემალები, ვერ მოიშორებ. მე ვერ ვახერხებ ყოველ შემთხვევაში. ჩემი სიყვარული მხოლოდ ჩემია და შენი. ამბებით აწყობილი ცხოვრება ცუდია და მეც მჭირს. სხვების ამბები იმდენად დაილექა ჩემში(დაშორება, ჩხუბი, მობეზრება, ღალატი, არშემჩნევა), სიტყვა ქორწინებაზე, გული მიღონდება. დავრჩი შინაბერა და ეგ არის:დდდდ

ვუ ლეე ვუუუუ… აჰა!! (Abba)🎶

ლამუღ… ლამუღ…

 

სახლი სადაც უამრავი ნივთია, მაგრამ მაინც გულის ამრევად ცარიელია. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ სახლებს დღისით არაუშავს. დღისით მოლოდინის გამო ილუზია იქმნება, თითქოს მხოლოდ ახლაა ცარიელი.  საღამოს ილუზია ქრება და შენც სახლთან ერთად ცარიელდები. ზიხარ სიბნელეში და ფიქრობ. არა, არც ფიქრობ და არც ზიხარ. დევხარ. 

 დაძინება მეზიზღება. მეზიზღება და უკვე მეზარება ამ მოლოდინიანი დღეების ატანა-გადატანა. თუმცა, ღამითაც ველოდები, მაგრამ ეს განწირული მოლოდინია. თავს შეგნებულად ვიტყუებ, ვიკვებები. ზოგადად მატყუარა და ეგოისტი ვარ. და კიდევ მინდა დროზე გაცილებით ადრე მოვკვდე თავი რომ ვიმართლო, ადრე მოვკვდი და რა უნდა მექნა, რა მომესწრო, აბა მე რა ვიცოდითქო. 

 ასეთ მდგომარეობას რა ჰქვია? როცა ფიქრობ ამ სიცარიელეს არ იმსახურებ და მეტი გეკუთვნის, მაგრამ არაფერს აკეთებ ამის გამოსასწორებლად, განძრევა გეზარება.. უკვე ფიქრიც მეზარება ამაზე. არადა თავი ძლიერი მგონია. ამაზე დიდი უსუსურობა რა გინდა. საკუთარ თავს თვითონ ვასაწყლებ, მარტოსულად ვაგდებ, ვტკენ ფიქრებით. როგორი მარტოსული ვარ, როგორი მგრძნობიარე, როგორ მტკივა გული და არ ვიმჩნევ, როგორ ვკვდები ნელნელა შინაგანად, როგორ ვერავინ ვერაფერს ხვდება, როგორ უგულოდ, უსიხარულოდ ვატარებ დღეებს და ამ ყველაფერს რომ ვიტან თავი ძლიერი მგონია. 

 ისე, არაფერი მიჭირს. მშობლები მყავს, და-ძმაც. ნათესავები, მეგობრები, მაქვს სამსახური, არავინ მერჩის, არც შეუხედავი ვარ, მაგრამ ეს სულელური სიყვარული მაქვს აკიდებული. ბავშვობიდან მიყვარს, მჯერა და მინდა სიყვარული. არ ვიცი ამის არ ქონის გამოა თუ არა ჩემი ეს მდგომარეობა. მგონია რომ, უსიყვარულობა კლავს. მე მკლავს.